ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაიწყო თურქი ოფიცრების სასამართლო პროცესი


თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი

სტამბოლში 29 თურქ ოფიცერს ბრალი არშემდგარი სამხედრო გადატრიალების ხელშეწყობისთვის წაუყენეს. ივლისში დაწყებული არეულობის შედეგად 270 ადამიანი დაიღუპა, რაც მთავრობის მხრიდან მასობრივი დაპატიმრებების საბაბი გახდა.

თურქი პროკურორების განცხადებით, გადატრიალების ხელშეწყობა საკუთარი მოვალეობის არასათანადოდ შესრულებაში გამოიხატება, რის გამოც მათ პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის რეზიდენციის სათანადოდ დაცვა ვერ უზრუნველყვეს. მთავრობის გადაგდების მცდელობის მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 21 ოფიცერს სამუდამო პატიმრობა ელის. დანარჩენებს თუ ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირი დაუმტკიცდათ, 15 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან.

XS
SM
MD
LG