ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა თურქეთის საზღვარზე


ხუთშაბათს თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კილისზე სირიის მხრიდან, დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა. ერთ-ერთი აფეთქება ხალხმრავალ ბაზართან მოხდა, რის გამოც სულ ცოტა 8 ადამიანი დაიჭრა. მათ შორის ბავშვებიც არიან.

თურქეთმა იერიშები დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” წინააღმდეგ სირიაში გასულ თვეში დაიწყო. ეს პირველი სერიოზული კონტრშეტევა იყო მას შემდეგ, რაც თურქეთის ჯარები აგვისტოში სირიის ტერიტორიაზე გადავიდნენ და დაჯგუფების მეომრების სასაზღვრო ტერიტორიიდან განდევნა სცადეს.

XS
SM
MD
LG