ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში აფეთქებისას 3 ადამიანი დაიღუპა


ერთი პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა თურქეთში სირიის საზღვრის მახლობლად პოლიციის შენობასთან მომხდარი აფეთქებისას. მომხდარის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდიმირი ავრცელებს. მისივე ცნობით დაახლოებით 30 ადამიანია დაშავებული და მათ დასახმარებლად ქალაქ მიდიატში სასწრაფო დახმარების რამდენიმე ჯგუფია გაგზავნილი.

პრემიერი მომხდარში ქურთ მებრძოლებს ადანაშაულებს. თურქეთის პოლიცია ქურთების მშრომელთა პარტიის სამიზნე გასული წლის ივლისიდან გახდა.

ილდიმირმა მედიასთან განცხადება გუშინ, სტაბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების მონახულებისას გააკეთა,. სტამბოლში 11 ადამიანი დაიღუპა და 36 დაშავდა.

XS
SM
MD
LG