ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარაში შესაძლოა თალიბანის ოფისი გაიხსნას


ანკარაში შესაძლოა თალიბანის ოფისი გაიხსნას
ანკარაში შესაძლოა თალიბანის ოფისი გაიხსნას

თურქეთის ხელისუფლებამ ავღანეთში შერიგების მიღწევის მიზნით საკუთარ ქვეყანაში შესაძლოა თალიბანის მოძრაობის წარმომადგენლობის გახსნას დაუჭიროს მხარი. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ უნგრეთში ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, ოფიციალური ანკარა განიხილავს თალიბანისთვის თანხმობის მიცემას თურქეთში მათი წარმომადგნლობითი ოფისის გახსნის თაობაზე. დავითოღლუ აცხადებს, რომ ეს ხელს შეუწყობს ამბოხებული თალიბებს და ავღანეთის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრების გამართვას. თურქეთის საგარო საქმეთა მინისტრის თქმით, მისი მთავრობა მზადა ავღანეთში მშვიდობის დამყარების საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

XS
SM
MD
LG