ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცარნაევს სიკვდილით დასჯა ემუქრება


ბოსტონის მარათონზე აფეთქების მოწყობასთან დაკავშირებით, 19 წლის ჯოჰარ ცარნაევს ორშაბათს ფედერალური დანაშაულის ბრალდება წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.

გასულ კვირას ორმა ეჭვმიტანილმა ძმამ ბოსტონის მარათონის ფინიშის ხაზთან ახლოს ორი ბომბი ააფეთქა, რის შემდეგაც უფროსი ძმა პოლიციასთან შეტაკების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო უმცროსი კი 24 საათიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. მას ორშაბათს ბრალი საავადმყოფოს პალატაში წაუყენეს. ჭრილობების შედეგად, ჯოჰარ ცარნაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

ამერიკის გენერალური პროკურორი ერიკ ჰოლდერის განცხადებით, ცარნაევს ბრალი ედება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შეთქმულებაში, და მკვლელობაში.
XS
SM
MD
LG