ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსტონი ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ დამშვიდდა


ბოსტონის მარათონის დროს დაშავებული ადამიანებისთვის ვოთერთაუნში პატარა ბავშვები ქველმოქმედებას ეწევიან

ტერაქტის შემდეგ ბოსტონში ცხოვრება ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგა, მას შემდეგ რაც პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ძებნილი დააკავა გასულ ორშაბათს მარათონის დროს განხორციელებული ორმაგი დაბომბვის ბრალდებით. 19 წლის ჯოჰარ ცარნაევი, რომელიც პოლიციას ბოსტონის შემოგარენში ემალებოდა, პარასკევს ღამით ვოთერთაუნის რაიონში დააპატიმრეს. მისი ოცდაექვსი წლის ძმა ტამერლანი, პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს მანამდე დაიღუპა.

უმანკო ბავშვები ზუსტად ერთი კორპუსის დაშორებით იმყოფებიან იმ ადგილიდან, სადაც პოლიციამ მარათონის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი დააკავა.

ერთი ჭიქა ლიმონათი აქ 50 ცენტი ღირს, თუმცა მყიდველები ქველმოქმედების მიზნით მეტს იხდიან.

8 წლის სელინა კალიქსი ამბობს რომ, მყიდველები ზედმეტ ფულს აძლევენ რადგან ისინი საყვარლები არიან.

მოგება დაბომბვის დროს დაზარალებულთა დახმარების ერთ-ერთ ფონდში მიდის.

ცხრა წლის ევა კელეხერი ამბობს რომ, კმაყოფილია იმით, რასაც აკეთებს რადგან, ისინი ნადვილად უნდა გამოჯანმრთელდნენ.

დედა კანდრა ფოლი ამბობს რომ, სიტუაცია ბევრად სხვანაირია ვოთერთაუნის შემოგარენში ახლა, ვიდრე ეჭვმიტანილზე ძებნის ოპერაცია ხორციელდებოდა.
მასშტაბური ძებნის შემდეგ პოლიციამ ჯოჰარ ცარნაევი დააკავა, რომელიც ერთერთი რეზიდენტის სახლის უკანა ეზოში მდგარ ნავში იმალებოდა. ლორენ კელეჰერის სახლი სწორედ იმ სახლის გვერდით დგას, სადაც ეჭვმიტანილი ნავში იმალებოდა.
კანდრა ფოლი: ხშირად როდესაც გარეთ მაღაზიაში გავდივარ წინა კარებს ღიას ვტოვებ ხოლმე, რადგან მალევე უკან ვბრუნდები. ზოგჯერ შეიძლება ბავშვებს გასაღები დარჩეთ, და ვერ შევიდნენ სახლში. მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ ამის შემდეგ კარს საგულდაგულოდ ჩავკეტავ.

ვოთერთაუნის მცხოვრებლებმა ვოლმარტის სუპერმარკეტის მშენებლობა გააჩერეს. მათ სურდათ რომ თავიანთი პატარა ქალაქის ქუჩებს სიმშვიდე და მომხიბლაობა შენარჩუნებოდა.

სიმშვიდე ხუთშაბათის და პარასკევის აფეთქებებმა და სროლებმა დაარღვიეს. ამ რაიონში ყოველთვის იყო სიახლოვე ერთმანეთთან, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს რომ, მათ ყველამ საშინელი განსაცდელი გამოიარა, რომელიც ახლა უკვე წარსულში დარჩა.
XS
SM
MD
LG