ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი დეიტონს და ელ-პასოს ეწვია


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს მასობრივი მკვლელობების გამო ორ მგლოვიარე ქალაქს ესტუმრა. ის ჯერ დეიტონში, ოჰაიოს შტატში ჩავიდა და მოგვიანებით ტეხასის შტატში მდებარე სასაზღვრო ქალაქ ელ-პასოს ესტუმრა.

პრეზიდენტი და პირველი ლედი მელანია ტრამპი “მაიამი ველი ჰოსპიტალში,” დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ ის ადამიანები მოინახულეს, რომლებიც თავდასხმის დროს დაიჭრნენ.

დეიტონში ერთ წუთზე ნაკლებ დროში კოლეჯის სტუდენტმა კონორ ბეტსმა 41 ვაზნა გაისროლა, 9 ადამიანი, მათ შორის, საკუთარი და მოკლა და 17 დაჭრა.

“თქვენ ღმერთი გფარავთ. მინდა იცოდეთ, რომ ბოლომდე თქვენთან ვართ,” უთხრა პრეზიდენტმა ტრამპმა დაშავებული ადამიანების ოჯახის წევრებს საავადმყოფოში.

საავადმყოფოს შესასვლელთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომელთა ერთი ნაწილი საპროტესტო გამოსვლას აწყობდა, მეორე კი პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებდა.

დეიტონში რამდენიმე საათიანი ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტი და პირველი ლედი ელ-პასოში ჩავიდნენ, სადაც შაბათ დილას ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა, 22 ადამიანი მოკლა, ათობით კი დაჭრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG