ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთს ამერიკასთან ურთიერთობის დასტაბილურების იმედი აქვს


ამ კვირაში შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინს, ფლორიდაში, ტრამპის კურორტ მარ- ა-ლაგოში პირისპირ შეხვედრის საშუალება პირველად მიეცემათ.

ანალიტიკოსები შეხვედრაზე"მაღალ ფსონს" დებენ და ამ ვიზიტს განიხილავენ, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რომლითაც მსოფლიოს ორ უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შორის ურთიერთობას სტაბილურობა შეემატება.

შეხვედრის წინ ტრამპმა უკვე იწინასწარმეტყველა, რომ ჩინეთთან ამერიკის მასშტაბური სავაჭრო დეფიციტის ფონზე, მოლაპარაკებები რთული იქნება. მან ასევე მოუწოდა ჩინეთს, რომ ჩრდილოეთ კორეის შესაკავებლად მეტი გააკეთოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG