ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: პუტინს პარიზში ალბათ არ შევხვდები


პრესკონფერენცია ჰელსინკიში გამართული შეხვედრის შემდეგ. 16 ივლისი, 2018 წ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ის მომავალ კვირას, პარიზში, რუსეთის პრეზიდენტს "ალბათ არ" შეხვდება. აღნიშნული განცხადება დონალდ ტრამპმა ორშაბათს, ჟურნალისტებთან გააკეთა.

პრეზიდენტმა ტრამპმა იქვე თქვა, რომ ვლადიმერ პუტინს ბუენოს-აირესში დაგეგმილ დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდება. სამიტი ნოემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.

რუსეთის მედიაშიც ვრცელდება განცხადება, რომ პარიზში, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლის იუბილეზე, ღონისძიებები ისეა დაგეგმილი, რომ უმაღლესი დონის შეხვედრის საშუალებას არ იძლევა.

პარიზში შეხვედრის სურვილი პრეზიდენტ პუტინისგან წამოვიდა. ის 23 ოქტომბერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონს შეხვდა. ბოლტონი რუსეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა ბოლტონს უთხრა, რომ ტრამპთან მოლაპარაკების გამართვა სურს. რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრის ადგილად ტრამპს პარიზი შესთავაზა, სადაც 11 ნოემბერს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებები იგეგმება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG