ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ იქნება თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციაში?


რამდენიმე დღეში ამერიკელები მომავალი მთავრობის შემადგენლობას რამდენიმე დღეში გაიგებენ. არჩეული პრეზიდენტი და მის მიერ შერჩეული კაბინეტი საქმიანობას იანვრის ბოლოს, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, შეუდგება.

ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპს ორი თვე აშორებს, თუმცა კაბინეტის დასახელება მას უფრო ადრე მოუწევს:

„ გადასარევი განწყობაა. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მას მთავრობის ფორმირებაში დავეხმაროთ,“ ამბობს კელიენ კონვეი, ტრამპის კამპანიის მენეჯერი.

მედიაში განხილულ კანდიდატებს შორისაა ტრამპის დიდი მხარდამჭერი სენატორი ჯეფ სეშენსი, ის, თავდაცვის მდივნის პოზიციაზე განიხილება. სეშენს არაერთხელ უთქვამს, რომ „შეერთებული შტატებისთვის ნატო მნიშვნელოვანია.“

იუსტიციის მდივნის თანამდებობაზე ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი განიხილება.

„არჩეულ პრეზიდენტთან განვიხილავ თუ რისი კეთება მინდა. ეს უნდა იყოს სფერო, სადაც საჭირო ვარ,“ ასე გამოეხმაურა ჯულიანი ტრამპის კაბინეტში მის შესაძლო ყოფნას.

„ეს იქნება ძალიან ძლიერი კაბინეტი, მაღალკვალიფიციური ხალხით დაკომპლექტებული, ხალხით, ვისაც კარგად ესმის მათი ამოცანები. მან კაბინეტის წევრები საგულდაგულოდ შეარჩია,“ ამბობს კონვეი.

ტრამპის კამპანიის მეთაური, სავარაუდოდ, თეთრი სახლის სპიკერი პოზიციას დაიკავებს.კონვეის თქმით, მისი უფროსი, ახლა მხოლოდ შედეგებზე იქნება ორიენტირებული:

„საბაბების ძიების დრო დასრულებულია. ჩვენ ახლა რესპუბლიკელი პრეზიდენტი გვყავს, ასევე რესპუბლიკელებისაა წარმომადგენელთა პალატა და სენატი, ეს არის ხალხის მანდატი საქმეების საკეთებლად,“ ამბობს ის.

ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ამერიკის რამდენიმე ქალაქში ისევ ტარდება. თუმცა დემოკრატი კანონმდებლები რიგ საკითხებზე ტრამპთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ:

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრმა კიტ ელისონმა ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთ-ერთი ასეთი თემა ინფრასტრუქტურის განვითარებაა:

„ჩვენ უნდა განვაახლოთ ინფრასტრუქტურა ქალაქებიდან მოშორებულ ადგილებში. ეს ღირებული პროექტია. ვნახავთ მართლა აპირებს თუ არა ამის გაკეთებას.“

დემოკრატები ასევე ხაზს უსვამენ ტრამპის სხვა დაპირებებს, როგორიცაა ქვეყნიდან ათასობით უსაბუთო იმიგრანტის გაძევება და შეერთებული შტატების ისტორიაში გადასახადების ყველაზე დიდი შემცირება, ამ ინიციატივებს დემოკრატები მხარს არ დაუჭერენ.

XS
SM
MD
LG