ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი ვაშინგტონში პრესტიჟულ ცერემონიას არ დაესწრება


პრეზიდენტი ტრამპი და პირველი ლედი მელანია არ დაესწრებიან ვაშინგტონში, კენედის საშემსრულებლო ცენტრში ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიას. ამ ღონისძიებაზე ტრადიციულად, განსაკუთრებული დამსახურებისთვის გამოჩენილ მსახიობებს, მუსიკოსებს, შემსრულებლებს აჯილდოვებენ. თეთრი სახლის განცხადებით, "პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ გადაწყვიტეს არ მიიღონ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, რათა საშუალება მისცენ ლაურეატებს იზეიმონ პოლიტიკის გარეშე."

განცხადება გაჟღერდა მას შემდეგ, რაც ერთერთმა ლაურეატმა, მოცეკვავე კარმენ დე ლავალიადემ უარი თქვა მონაწილეობა მიეღო კენედის ცენტრის პარალელურად, თეთრ სახლში დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძებაში, რომელიც ჯილდოზე წარდგენილ არტისტებს მიაგებდა პატივს. მისი განცხადებით, "სოციალურად და მორალურად დამყოფი ნარატივების გამო, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება მისდევს და იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელთათვისაც მას და ბევრ მისნაირს უბრძოლია, უარს აცხადებს თეთრი სახლის მოწვევა მიიღოს და ამიტომაც, არ გამოცხადდება ამ წვეულებაზე."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG