ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხუთშაბათს პრეზიდენტი ტრამპი ავსტრალიის პრემიერს შეხვდა


ამერიკის და ავსტრალიის ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული მეგობრობისადმი გრძელვადიანი ერთგულების პირობა დადეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ მალკომ ტურნბულს უმასპინძლა.

„ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს“ - უთხრა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა, რითაც ორი ქვეყნის ლიდერს შორის წლის დასაწყისში შემდგარი სატელეფონო საუბრის შემდეგ დარჩენილი უარყოფითი შთაბეჭდილებები გააქარწყლა. ტრამპი და ტურნბული მოგვიანებით ამერიკელ და ავსტრალიელ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა საპატივცემულოდ გამართულ წვეულებას დაესწრნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG