ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებით იმუქრება


Donald Trump

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ სამხედრო ძალას გამოიყენებს, რათა დაასრულოს "გამოსვლები და უკანონობა", რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია. პროტესტი შავკანიანი მამაკაცის სიკვდილს მოჰყვა. მის გარდაცვალებაში ბრალი თეთრკანიან პოლიციელს ედება.

პრეზიდენტის ქმედებებს პოლიტიკური ოპონენტების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის იყო დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი, რომელმაც განაცხადა, რომ მას აღელვებს ამერიკის "სული".

"ის ამერიკის ჯარს ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ იყენებს", - განაცხადა ბაიდენმა ტრამპის გამოსვლის შემდეგ. "მან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ფოტოებისთვიოს", - თქვა მან.

დონალდ ტრამპი ბიბლიით ხელში გამომსველელების დარბევის შემდეგ გამოჩნდა და ეკლესიაში ილოცა
დონალდ ტრამპი ბიბლიით ხელში გამომსველელების დარბევის შემდეგ გამოჩნდა და ეკლესიაში ილოცა

პრეზიდენტმა ტრამპმა, ხალხს თეთრი სახლის ვარდების ბაღიდან მიმართა და თქვა: "თუ ქალაქი, ან შტატი უარს იტყვის, რომ საჭირო თავდაცვით ქმედებებს მიმართოს საკუთარი მოქალაქეებისა და ქონების დასაცავად, მაშინ, მე ამერიკის შეერთებული შტატების ჯარს გავგზავნი, რათა პრობლემა სწრაფად გადაჭრან".

ტრამპის კომენტარი, აშკარა მინიშნება იყო 1807 წლის ამბოხების აქტზე, რომელიც პრეზიდენტს უფლებას აძლევს ჩაახშოს არეულობა საგანგებო მდგომარეობის დროს. ეს კანონი ბოლოს 1992 წელს, ლოს-ანჯელესში გამოიყენეს. მაშინ ამბოხი აფრო-ამერიკელი მამაკაცის როდნი კინგის პოლიციას მიერ ცემას მოჰყვა.

"ჩვენ მობილიზებას ვუკეთებთ ყველა ხელმისაწვდომ

დემონსტრანტები თავს ესხმიან მაღაზიებს
დემონსტრანტები თავს ესხმიან მაღაზიებს

ფედერალურ, სამოქალაქო და სამხედრო რესურს, რათა შეჩერდეს გამოსვლები და ძარცვა, რათა დასრულდეს ნგრევა და ცეცხლის წაკიდება და რათა, დავიცვათ კანონმორჩილი ამერიკელების უფლებები, მათ შორის, კონსტიტუციის მეორე შესწორების უფლებები", - განაცხადა ტრამპმა.

ამერიკის კონსტიტუციის მეორე შესწორება იცავს ყველა ამერიკელის უფლებას, ჰქონდეთ და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG