ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს მთავრობის მუშაობის შეჩერება არ აშინებს


პრეზიდენტმა ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ თუკი დემოკრატები მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებას არ დათანხმდებიან, პრეზიდენტი არ შეუშინდება იმას, რომ შეუთანხმებლობამ შესაძლოა მთავრობის მუშაობის შეწყვეტა გამოიწვიოს.

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ დემოკრატებმა საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებას მხარი უნდა დაუჭირონ. თუმცა დემოკრატებმა ერთხმად არ დაუჭირეს მხარი ტრამპის შემოთავაზებულ პოლიტიკას - კანონპროექტი გასულ კვირას ორჯერ ჩავარდა. ცვლილებებს ზოგიერთი რესპუბლიკელიც არ ეთანხმება.

თუკი ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წინასაარჩევნო დაპირება შესრულდება, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა 20 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი დაჯდება. თუმცა ამ დროისთვის კონგრესს საზღვრების დაცვის გაძლიერებისთვის მხოლოდ მილიარდნახევარი დოლარი აქვს გათვალისწინებული. პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ კედლის ხარჯებს მექსიკა გაიღებს, თუმცა მექსიკის ხელისუფლება მის განცხადებებს უარყოფს და ამბობს, რომ ისინი არ აპირებენ კედლის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებას. შესაბამისად, კედლის დაფინანსებას პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს სთხოვს.

საბიუჯეტო წელი 30 სექტემბერს იწურება კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე დაახლოებით 5 კვირით ადრე. შესაბამისად, კონგრესის წევრები ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე მანამდე თუ ვერ შეთანხმდნენ, ხელისუფლების მუშაობა დროებით შეჩერდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG