ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ლოპეს ობრადორმა გაიმარჯვა


მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში 64 წლის მემარცხენე ლიდერმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა გაიმარჯვა. მან პოლიტიკური კარიერა რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დამცველმა.

კვირას მან განაცხადა, რომ მისი, როგორც მექსიკის პრეზიდენტის უმთავრესი მისია კორუფციის შემცირება იქნება. ობრადორის თქმით, აუცილებელია, რომ დამნაშავეები სათანადოდ ისჯებოდნენ.

ამასთან, მისი მთავრობის საქმიანობის უმთავრესი საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე შეერთებულ შტატებთან და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა იქნება. ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელვანესი დაპირება მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება იყო. მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატმა ტრამპმა ზოგიერთ მექსიკელს, რომელიც საზღვარს კვეთს, დამნაშავე და მოძალადე უწოდა.

ტრამპმა ობრადორს გამარჯვება კვირას „ტვიტერზე“ მიულოცა და დაწერა, რომ მოუთმენლად ელოდება მასთან თანამშრომლობას. „ბევრი ისეთი რამის გაკეთება შეიძლება, რაც ორივე ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება“, აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG