ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი პუტინს მადლობას უხდის


რუსეთში ამერიკული დიპლომატიური პერსონალის შემცირებისთვის, პრეზიდენტი ტრამპი პუტინს ირონიულ „მადლობას“ უხდის.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას რუსეთიდან ამერიკული დიპლომატიური პერსონალის ასობით წევრის გაძევების შესახებ. გუშინ, ნიუ ჯერსიში, ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ კომენტარებში ტრამპმა თქვა:

„მინდა მას მადლობა გადავუხადო, რადგან ჩვენ სახელფასო დანახარჯების შეკვეცას ვცდილობთ და რადგან საქმე ასე მიდის, ადამიანების დიდი რაოდენობის გათავისუფლების გამო მისი მადლობელი ვარ, რადგან ახლა შემცირებული სახელფასო დანახარჯი გვაქვს... დიდ ფულს დავზოგავთ.“

პრეზიდენტის ნათქვამი ხუმრობა იყო თუ არა, ნათელი არ იყო. ნიკოლას ბერნმა, ჰარვარდის ჯონ კენედის სახელობის მმართველობის სკოლის პროფესორმა თქვა, რომ თუ ტრამპი ხუმრობდა, „წინდახედულობა მართებდა“, მაგრამ თუ არ ხუმრობდა, მისი კომენტარები „უპრეცედენტოდ“ უნდა ჩაითვალოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG