ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო


იმ დღეს, როდესაც დემოკრატიულმა პარტიამ ვირტუალური ყრილობა ე.წ კონვენცია დაიწყო, რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მისი კამპანია ქვეყნის ცენტრალურ დასავლეთში გადაიტანა.

კამპანიის სტილში მოწყობილ შეხვედრებზე პრეზიდენტი მინესოტას და ვისკონსინის აეროპორტებში ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვედრაზე კი ჩართული იყო როკ მუსიკა, სადაც ისმოდა პრეზიდენტის ყველაზე ცნობილი სოლოგანი: "გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი". ხალხთან საუბრის დროს პრეზიდენტმა თავის სავარაუდო მოწინააღმდეგეს, ჯო ბაიდენს, "მემარცხენე ფაშისტების" უგონო მარიონეტი უწოდა.

პრეზიდენტის თქმით, ნოემბერში ოპოზიციის გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ საზღვრები გაიღება, ხოლო ეკონომიკა ჩამოიშლება.

"ჯო ბაიდენის ამერიკაში, ამერიკული მოქალაქეობა არ იქნება დაცული და თქვენი საზოგადოება ბრბოს მოწყალებაზე იქნება დამოკიდებული", თქვა პრეზიდენტრმა ღია ცის ქვეშ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, რომელიც მანკატოში, მინესოტაში გაიმართა.

მოგვიანებით, მსგავს შეხვედრაზე ოშკოშში, ვისკონსინის შტატში, ტრამპმა თქვა: "არავინ იქნება უსაფრთხოდ ბაიდენის მიერ მართულ ამერიკაში", რდაგან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და მისი თანამებრძოლი, სენატორი კამალა ჰარისი, "არიან კრიმინალის მომხრე და პოლიციის მოწინააღმდეგეები".

პრეზიდენტმა, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, ეკონომიკის ამუშავებაზე და თავიდან აშენებაზეც ისაუბრა.

"იცით ეს რა არის?" თქვა ტრამპმა, "მართალი ხართ. ღმერთი მცდის. მან მითხრა ერთხელ ეს უკვე გააკეთეო. მე კი ვკითხე კარგად გამომივიდა-თქო? მან კი მიპასუხა მე ვარ ერთადერთი, ვისაც ეგ გამოუვიდოდაო. ახლა იგივეს გაკეთება, ისევ მოგიწევსო", თქვა პრეზიდენტმა.

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარდება. წინასაარჩევნო კამპანია კი დემოკრატებმაც და რესპუბლიკელებმაც უკვე დაიწყეს.

პანდემიის გამო, დემოკრატიულმა პარტიამ ყრილობის, ე.წ კონვენციის ჩატარება მთლიანად ონლაინ გადაწყვიტა. ოთხდღიანი ღონისძიების კულმინაცია საპრეზიდენტო ნომინაციაზე - ჯო ბაიდენის და ვიცე-პრეზიდენტად კამალა ჰარისის ოფიციალური წარდგენა იქნება. ამის შემდეგ ისინი ამერიკელ ამომრჩევლებს სანომინაციო სიტყვით საზეიმოდ მიმართავენ.

ნაწილობრივ ონლაინ გაიმართება რესპუბლიკელების ეროვნული ყრილობაც, რომელიც 24-27 აგვისტოს იგეგმება. ქ. შარლოტში დამსწრეთა მინიმალური რაოდენობა შეიკრიბება, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი საზეიმო სანომინაციო სიტყვით კონვენციას თეთრი სახლიდან მიმართავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG