ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: აშშ ირანში რეჟიმის შეცვლით დაინტერესებული არაა


Trump-Iran combo
Trump-Iran combo

"ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის ვიზიტი დიდი შვიდეულის მასპინძელ, ფრანგულ ქალაქში, ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა" - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს ზარიფის გადაწყვეტილებას, რომ საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერებს შეხვდეს. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს ეგვიპტელ კოლეგასთან შეხვედრის დაწყებისას უთხრა. "მე მაკრონთან კონტაქტი მქონდა. ყველაფერი ვიცოდი, რასაც ის აკეთებდა, და ყველაფერს ვეთანხმები", - განაცხადა ტრამპმა.

ირანსა და ამერიკას შორის დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკამ გასულ წელს, "ბირთვული შეთანხმების" სახელით ცნობილი საერთაშორისო შეთანხმება დატოვა. ამ დოკუმენტის თანახმად, ირანს ბირთვული პროგრამის განვითარება უნდა შეეწყვიტა, სანაცვლოდ კი ის ეკონომიკური სანქციების სამიზნე არ ხდებოდა.

ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის მიერ შეთანხმების დატოვების შემდეგ არათუ მანამდე არსებული, არამედ ახალი სანქციებიც ამოქმედდა, რომელიც უშუალოდ ირანის ნავთობის სექტორს შეეხება. ეს კი ქვეყნის ეკონომიკაზე განსაკუთრებით მძიმედ ისახება.

პრეზიდენტმა ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ის არ ცდილობს და არ სურს ირანში "რეჟიმის შეცვლა", მაგრამ მას უნდა, რომ ამ ქვეყანამ "ტერორიზმი შეწყვიტოს. ვფიქრობ, ისინი შეიცვლებიან, ნამდვილად ასე ვფიქრობ. მჯერა, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, იყვნენ ძალიან გამორჩეული ერი", - თქვა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტმა დააკონკრეტა ისიც, რომ ირანთან ახალი შეთანხმება ქვეყნისგან მოითხოვს, რომ ბირთვული პროგრამა იარაღის შესაქმნელად არ იქნას გამოყენებული და 2015 წლის შეთანხმებისგან განსხვავებით, ის ირანს ბირთვული რაკეტების პროგრამის შეზღუდვასაც ავალდებულებს. ტრამპის თქმით, ის ამ უქმეებზე ზარიფთან შეხვედრით დაინტერესებული არ იყო, რადგან ამგვარი საუბრისთვის "ჯერ ძალიან ადრეა".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG