ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობის ფაქტს უშვებს


დონალდ ტრამპი

პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს აღიარა, რომ რუსეთი ნოემბრის არჩევნებში ჩარევას შეეცადა, მაგრამ განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ის მოსწონს, ეს სასარგებლო ფაქტორია და არა ხელისშემშლელი.

ნიუ იორკში გამართულ პრეს კონფერენციაზე ტრამპმა თქვა, რომ თუნდაც პუტინს დემოკრატი ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ მისი კანდიდატურისთვის დაეჭირა მხარი, საერთაშორისო არენაზე რუსეთის ლიდერთან ის უფრო მკაცრი პოზიციიდან იმუშავებს, ვიდრე ამას ჰილარი კლინტონი გააკეთებდა.

XS
SM
MD
LG