ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი რუსეთთან კავშირზე ბრალდებას უარყოფს


დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი

„ყალბი ინფორმაცია, პოლიტიკური ნადირობა“ ასე გამოეხმაურა შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუშინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურებს ტრამპის მაკომპრომიტირებელი ინფორმაცია გააჩნია. ტრამპმა ეს ინფორმაცია ტვიტერზე გამოქვეყნებული სტატუსით უარყო.

გავრცელებული ინფორმაცია ასევე უარყო ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოქვეყნებული მასალები ყალბია და ტრამპისთვის ზიანის მისაყენებლად იქნა გამოგონილი.

ამავე თემას გუშინვე მოსკოვიც გამოეხმაურა, რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, ამ ინფორმაციის მიზანი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების დაზიანებაა. „კრემლი ტრამპის რეპუტაციისთვის საზიანო ინფორმაციას არ ფლობს და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება,“ განაცხადა პესკოვმა.

XS
SM
MD
LG