ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ამბობს, რომ კორონავირუსის სამუშაო ჯგუფი მუშაობას გააგრძელებს


თეთრი სახლის კორონავირიუსის სამუშაო ჯგუფი მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, თუმცა ერთი დღით ადრე მან საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ სამუშაო ჯგუფის დათხოვნას აპირებდა.

„ჩვენ სამუშაო ჯგუფს გარკვეული დროის განმავლობაში შევინარჩუნებთ,“ უთხრა ტრამპმა ოვალურ ოფისში მასთან მისულ ექთნებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ გამოაცხადა მან წინა დღეს, რომ კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის მუშაობას ნელ-ნელა შეამცირებდა, მან უპასუხა, „გუშინდლამდე წარმოდგენა არ მქონდა, რამდენად პოპულარული ყოფილა სამუშაო ჯგუფი.“

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის დაშლის შესაძლებლობა გააჟღერა, ბევრმა „პატივსაცემმა ადამიანმა“ დაურეკა და ურჩია კორონავირუსის ჯგუფს მუშაობა გაეგრძელებინა.

„სამუშაო ჯგუფი მანამ იმუშავებს, სანამ არ ჩავთვლით, რომ ის არ გვჭირდება,“ თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა. მან ასევე დასძინა, რომ მომავალ კვირას ჯგუფს 2-3 ახალი ადამიანი დაემატება, რომლებიც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმუშავებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG