ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის სოციალური მედიის აპლიკაციის ჩამოტვირთვები პირველ ადგილზეა


სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დონალდ ტრამპის ახალი სოციალური მედია წამოწყება „ეფლის“ აპლიკაციებში კვირა ღამით განთავსდა. ეს ყოფილი პრეზიდენტის, რომელიც გასულ წელს რამდენიმე პლატფორმაზე დაბლოკეს, სოციალურ მედიაში პოტენციურ დაბრუნებას ნიშნავს.

აპლიკაცია შუაღამის შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი და ორშაბათ დილისთვის, ყველაზე მოთხოვნად უფასო აპლიკაციად იქცა. „თრუს სოშალ“ (Truth Social) ავტომატურად ჩაიტვირთა იმ მომხმარებლების „ეფლის“ მოწყობილობებში, რომლებმაც აპლიკაცია წინასწარ შეუკვეთეს.

ბევრი მომხმარებელი იტყობინებოდა, რომ ანგარიშის რეგისტრაციაზე პრობლემა შეექმნა, ან მომლოდინეთა რიგში ჩაწერეს და ასეთი შეტყობინება მიიღეს: „მასობრივი მოთხოვნის გამო, რიგში დაგამატეთ“.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აპლიკაცია ხელმისაწვდომი იყო მათთვის, ვინც ტესტირების ფაზის დროს მიიწვიეს.

Truth Social-ის უკან დგას ტრამპის მედია და ტექნოლოგიური ჯგუფი (TMTG), რომელსაც ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი დევინ ნუნესი უძღვება. ეს კომპანია უერთდება ტექნოლოგიური კომპანიების მზარდ პორტფოლიოს, რომლებიც პოზიციონირებენ, როგორც სიტყვის თავისუფლების დამცველები და იმედოვნებენ მიიზიდონ ის მომხმარებლები, რომლებიც გრძნობენ, რომ უფრო დამკვიდრებულ პლატფორმებზე მათი შეხედულებებს ახშობენ.

ერთი წლის წინ ტრამპი პოპუალური სოციალური მედიებიდან - "ფეისბუქი", "ტვიტერი", "ალფაბეტსი" და "იუთუბი" - დაბლოკეს. სოციალური მედიის კორპორაციების გადაწყვეტილება 6 იანვრის მოვლენებით იყო განპირობებული, როცა ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ.

ტრამპთან ერთად, სოციალურ ქსელში ანგარიშები დაუბლოკეს სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებსაც. სწორედ მაშინ, კომპანიამ "ტრამპის მედია და ტექნოლოგიური ჯგუფი" თქვა, რომ ისინი შექმნიდნენ სოციალურ ქსელს "ცენზურის" გარეშე. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, დევინ ნუნესის თქმით, სოციალური ქსელი მარტიდან ამოქმედდება.

XS
SM
MD
LG