ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი და რუსეთი - პასუხგაუცემელი კითხვები


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი ასი დღე მიმდინარეობს რამდენიმე გამოძიების ფონზე , რომლებიც ამერიკის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას შეეხება. შეკითხვა, რომელზეც პასუხი საგამომძიებლო სამსახურებს და კონგრეს აინტერესებს, არის შემდეგი: გაურიგდა თუ არა ტრამპის საარჩევნო შტაბი მოსკოვს?

10 იანვარს ქვეყნის საგამომძიებლო სამსახურის ხელმძღვანელები, რუსეთის არჩვენებზე გავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ, სენატის სადაზვერვო კომიტეტის წინაშე წარსდგენ.

„ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრეზიდენტმა პუტინმა 2016 წლის საარჩევნო კამპანიაზე გავლენის მოხდენის ბრძანება გასცა. ამის მიზანი ამერიკის დემოკრატიულ პროცესისადმი მოსახლეობის ნდობის დაკარგვა, ჰილარი კლინტონის კანდიდატურისთვის და მისი პრეზიდენტობის შესაძლებლობისთვის ძირის გამოთხრა იყო. პუტინს და რუსეთის მთავრობას, აშკარად ყავდა ფავორიტი, არჩეული პრეზიდენტის- დონალდ ტრამპის სახით“, - განაცხადა იანვარში ეროვნული დაზვერვის ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა,

სკანდალს, რომელმაც ვაშინგტონი შეარყია, თან ბევრი მნიშვნელოვანი ბრალდება ახლდა, თუმცა ამ კითხვებზე პასუხები ჯერ კიდევ გაუცემელია.

გამოძიებას თან ახლდა მოვლენების დამაბნეველი განვითარება: ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის გადადგომა, გენერალური პროკურორის და სენატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის საქმიდან ჩამოშორება.

ამასთანავე, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის განცხადება, რომ სამსახურმა გამოძიება რუსეთის ჩარევის შესახებ გასული წლის ივლისში დაიწყო.

„,მე, იუსტიციის დეპარტამენტმა მომცა თანხმობა დავადასტურო, რომ ჩვენი კონტრდაზვერვის მისიის ფარგლებში ვაწარმოებთ გამოძიებას, რუსეთის მთავრობის მცდელობის გარშემო ჩარეულიყო 2016 წლის არჩევნებში, და ეს მოიცავს გამოძიებას ტრამპის საარჩევნო გუნდთან დაკავშირებულ პირებსა და რუსეთის მთავრობას შორის კავშირებზე“ . განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა.

ბიუროს სურს გაიგოს ქონდა თუ არა ადგილი კანონის დარღვევას.

პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო ბრალდებები რუსეთთან კავშირების გამო და მას „სიცრუე“ უწოდა. მისი თქმით რეალური სკანდალი ობამას ადმინისტრაციის მიერ ტრამპის და მისი გუნდის წინააღმდეგ მოსმენებია. თუმცა თეთრ სახლს ამის მტკიცებულება ჯერ არ გამოუქვეყნებია.

„ეს ყველაფერი ყალბი ინფორმაციაა, ყალბი ინფორმაცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

„ვოთერგეითის“ სკანდალის ყოფილი პროკურორის განცხადებით, მიმდინარე გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს აჩვენებს ჩვენი დემოკრატიის და მსოფლიოს გარშემო დემოკრატიული რეჟიმების სუსტ წერტილებს. ჩვენ უნდა ვიცავდეთ თავს ჰაკერული შეტევებისგან, დეზინფორმაციისგან და სხვა ტიპის დესტრუქციული ქმედებებისგან“, - ამბობს ვოთერგეითის საქმის ყოფილი პროკურორი რიჩარდ ბენ-ვენისტე,.

ამერიკელი კანონმდებლების თქმით მათ სურთ აღნიშნული საკითხის ბოლომდე შესწავლა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ დროს წაიღებს ის.

„სენატის კომიტეტის მიზანი არის განიხილოს ყველა ის ქმედება, რასაც რუსეთმა მიმართა 2016 წლის ამერიკის არჩევნებში გავლენის მოხდენის ან შედეგების შეცვლის მიზნით“, - განაცხადა სენატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ რიჩარ ბარმა.

სენატის სადაზვერვო კომიტეტი ერთ-ერთია იმ ხუთი პანელიდან, რომელიც რუსეთის ჩარევას განიხილავს.

წარმომადგენელთა პალატის კომიტეტი, რომელიც გამოძიებას ხელმძღვანელობდა, მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე დევინ ნუნესი კომიტეტის გამოძიებას ჩამოშორდა, გამომდინარე იმ ბრალდებებიდან, რომლის მიხედვითაც მან საიდუმლო დოკუმენტები გასცა.

გამოძიება შვიდ ადამიანისგან შემდგარ პანელს მიჰყავს, რომელთაც შესაბამის გამოცდილება და საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება აქვთ. პანელი 20 ადამიანს დაკითხავს, მათ შორის ტრამპის სიძეს და უფროს მრჩეველ ჯარედ კუშნერს,

ფედერალურმა საგამოძიებო ორგანომ ვაშინგტონში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა რათა გამოძიების კოორდინაცია მოხდეს. ამერიკის ხმა FBI-ს დაუკავშირდა, თუმცა სამსახურმა კომენტარზე უარი განაცხადა.

გასულ თვეს საგამოძიებო ბიუროს დირექტორ ჯეიმს კომის კითხეს, თუ რამდენ ხანი ჭირდება ზოგადად მსგავსი გამოძიების დასრულებას.

„’ზოგადად’ - არ არსებობს. ეს ძალიან რთული სათქმელია, ძნელია სიმართლე გითხრათ“, - უპასუხა მან.

ბენ-ვენისტეს თქმით, გამოძიება შესაძლოა შემდეგ წლამდე გაგრძელდეს.

„გააჩნია რამდენად ითანამშრომლებენ გამოძიებასთან მოწმეები, ეს ასევე დამოკიდებულია ელექტრონულ ჩანაწერებზე, რომელმაც შესაძლოა გამომძიებლებს საჭირო ინფორმაცია მისცეს... ამის დასრულება რამდენიმე თვეში ვერ მოხდება“. - ამბობს ის.

1970-იან წლების დასაწყისში, „ვოთერგეითის“ სკანდალის გამოძიებას ორი წელი დასჭირდა, ხოლო ირან-კონტრას სკანდალის გამოძიებას 1980-იან წლებში 6 წელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG