ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის პრემიერი: "იმედია სხვებიც ამერიკასავით მოიქცევიან"


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ დარწმუნებულია, სხვა ქვეყნები შეერთებული შტატების მსგავსად მოიქცევიან და იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებენ. ამერიკის საელჩოს თელავივიდან გადატანის შემდეგ კი სხვები ამ მაგალითსაც მიბაძავენ.

ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მის მთავრობას აქვს სხვა ქვეყნებთან კომუნიკაცია ამის თაობაზე, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადების გაკეთებისას სხვა დეტალები არ დაუზუსტებია, არც რომელიმე ქვეყანა დაუკონკრეტებია.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ დამატებითი მობილიზებაა გამოცხადებული „მოვლენათა შესაძლო განვითარებისთვის მზადყოფნისათვის“.

ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პალესტინელი ლიდერების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ტრამპის გეგმა პრაქტიკულად ამერიკის მიერ მისი, როგორც სამშვიდობო პროცესში შუამავლის როლზე უარის თქმაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG