ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა ტრამპს ტერაქტის აღკვეთაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა


თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დაურეკა და მადლობა გადაუხადა "იმ ინფორმაციისთვის, რომლიც აშშ-მ უზრუნველყო რუსეთში პოტენციური სადღესასწაულო თავდასხმის აღსაკვეთად."

"ორივე პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ გააგრძელებენ ორ ქვეყანას შორის ანტი-ტერორისტულ თანამშრომლობას. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის პირველმა პირებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და სამომავლოდ, იარაღის ეფექტურ კონტროლის მექანიზმზეც ისაუბრეს". ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც კრემლის მიერ ამ სატელეფონო საუბრის ამონაწერის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გავრცელდა.

რუსული მედია, რუსეთის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებსაც სანკტ პეტერბურგში, ახალი წლის დღეებში, ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სურდათ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG