ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი საგადასახადო რეფორმის საკითხზე რესპუბლიკელ სენატორებს ხვდება


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს სენატის რესპუბლიკურ უმრავლესობას შეხვდება. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მისი გეგმა იმის შესახებ, რომ კორპორაციებსა და საშუალო კლასს გარკვეული გადასახადები მოეხსნას, წინ წაიწევს. თუმცა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ერთ-ერთ გავლენიან რესპუბლიკელ კანონმდებელს, სენატორ ბობ კორკერს საჯაროდ დასცინა. დღევანდელ ლანჩს კი, სადაც ამ საკითხზე უნდა იმსჯელონ, კორკერიც დაესწრება.

სენატმა გასულ კვირას დაამტკიცა ბიუჯეტი, რომელმაც შესაძლოა მომავალი ათწლეულის განმავლობაში მიგვიყვანოს შედეგამდე, რომ 1.5 ტრილიონით ნაკლები გადასახადი იქნება გადახდილი. ამან კი შეიძლება ქვეყნის ისედაც მზარდ ეროვნულ ვალს კიდევ 20 ტრილიონი დოლარი დაუმატოს. ტრამპს სურს, რომ ეს კანონი ამ წლის ბოლომდე მიიღონ.

თუმცა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი კონგრესი ჯერ კონკრეტულ ცვლილებებზე უნდა შეთანხმდეს. ამ საკითხზე დახურულ კარს მიღმა დისკუსიები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ბობ კორკერი კი, რომელიც 2018 წელს კონგრესში საქმიანობას შეწყვეტს, ამ ბოლო დროს პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებს. მან "ეი-ბი სი ნიუსს" უთხრა, რომ ტრამპმა საგადასახადო რეფორმის საკითხი ახლა კონგრესის კომიტეტს უნდა მიანდოს და აცადოს მათ შესაბამისი გეგმის შემუშავება და გადაწყვეტილების მიღება. კორკერის თქმით, ის ვერ ხედავს ტრამპისგან ნებას, უნარებსა და სათანადო მონდომებას იმისთვის, რომ საგადასახადო კოდექსის რეალური გადახედვა მოხდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG