ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი დღეს პარკლენდის სკოლის ტრაგედიის მონაწილეებს ხვდება


ამერიკის პრეზიდენტი სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში, ნახევრად ავტომატური იარაღის სროლის ამაჩქარებელ მოწყობილობის გაყიდვის ინიციატივით გამოვიდა. დღეს დონალდ ტრამპი ფლორიდიდან ჩამოსულ აქტივისტებს თეთრ სახლში მასპინძლობს. მათ შორის არიან ქალაქ პარკლენდის სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები, რომლებიც მასობრივ მკვლელობას შეესწრნენ.

გასულ ოთხშაბათს, ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდში მომხდარი თავდასხმისას 17 ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ თავდამსხმელმა იარაღი კანონიერად შეიძინა, შეერთებული შტატების ქალაქებში იარაღის გაყიდვაზე შეზღუდვის დაწესების მომხრეთა საპროტესტო აქციების მთელი სერია გაიმართა.

გამოსვლები ვაშინგტონშიც მოეწყო. სამშაბათს, სკოლის მოსწავლეებმა თეთრი სახლის წინ მწოლიარე აქცია გამართეს, რომლის დროსაც ისინი სროლის დროს დაღუპულ ბავშვებს განასახიერებდნენ. საპროტესტო აქციები დედაქალაქში დღესაც გრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG