ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: "ამერიკა ოპიოიდურ ეპიდემიას დაამარცხებს"


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს თქვა, რომ ამერიკა მოიგებს ბრძოლას „ჰეროინისა და ოპიუმის ეპიდემიის“ წინააღმდეგ.

ტრამპმა ეს განცხადება ნიუ-ჯერსიში შვებულებაში ყოფნისას გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

„წამალდამოკიდებულებისა და მოხმარებული დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების საუკეთესო გზა ზოგადად ნარკოტიკის მოხმარების პრევენციაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ ის დარწმუნებულია, რომ ჯანდაცვის ექსპერტებთან და სამართალდამცავებთან ერთად მუშაობის შედეგად "ამერიკა ამ სასიკვდილო ეპიდემიას შეებრძოლება და მას დაამარცხებს“.

ტრამპის ინიციატივით შექმნილი კომისია, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების საკითხებს სწავლობს, აცხადებს, რომ შტატებში ყოველ სამ კვირაში ოპიოიდური ნარკოტიკის მოხმარების შედეგად იმდენივე ადამიანი იღუპება, რამდენიც 11 სექტემბრის ტერაქტისას დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG