ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელებს ტრამპის დაბალი რეიტინგი აშფოთებს


ნოემბერში, კონგრესის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რესპუბლიკელები ყურადღებით აკვირდებიან პრეზიდენტ ტრამპის რეიტინგს, რომელიც ამ დროისთვის საშუალოდ 42 პროცენტიან ნიშნულზეა.

ბოლო ორი გამოკითხვის მიხედვით, ტრამპი 40 პროცენტიანი ნიშნულის ქვედა ზღვარზე რჩება იმ დროს, როდესაც 52 პროცენტი, თანამდებობაზე მის საქმიანობას არ იწონებს.

მონმაუთის უნივერსიტეტის ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ტრამპი გამოკითხულთა 43 პროცენტს მოსწონს, 50 პროცენტი კი მას უარყოფითად აფასებს. უნივერსიტეტი აცხადებს, რომ იანვრის შემდეგ ეს რიცხვები დიდად არ შეცვლილა.

თუმცა, ბოლო სამმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პრეზიდენტის რეიტინგი 40 პროცენტის ქვემოთ ეშვება, რაც სავარაუდოდ, არჩევნების მოლოდინში მყოფი რესპუბლიკელებისთვის საგანგაშო ნიშანია.

პრეზიდენტებმა, ბილ კლინტონმა და ბარაკ ობამამ, თავის პირველ შუალედურ არჩევნებში, წარმომადგენელთა პალატაში 50-ზე მეტი ადგილი დაკარგეს. იმ დროს მათი რეიტინგი ტრამპის ახლანდელ რეიტინგზე ოდნავ უკეთესი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG