ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოპულარობა დღეისთვის 42 პროცენტს უტოლდება. აქამდე, თვეების მანძილზე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობა გამოკითხული ამერიკელების მხოლოდ 39-40 პროცენტს მოსწონდა.

მართალია მცირედი გაუმჯობესება დიდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მაგრამ ტრამპის მხარდამჭერებს ამხნევებთ ის ფაქტი, რომ ზრდის ტენდენცია თანმიმდევრულია. მითუმეტეს, იმასთან შედარებით, რაც აქამდე იყო: ტრამპს, მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ამერიკის პრეზიდენტებს შორის, პირველი ვადის მანძილზე რეკორდულად დაბალი რეიტინგი ჰქონდა.

„სი-ენ-ენის“ უახლესი გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა 77 პროცენტი მხარს უჭერს ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრას ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან. გამოკითხულთა 53 პროცენტს მოსწონს მთლიანობაში ის, თუ როგორ ართმევს თავს დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებს. საგარეო პოლიტიკის გარდა, როგორც ჩანს, პრეზიდენტ ტრამპის რეიტინგებში დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის მოძლიერებაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG