ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი დაბადებით მინიჭებული მოქალაქეობის პრივილეგიის გაუქმებას გეგმავს


ამერიკაში არალეგალურად მყოფი იმიგრანტების მიერ გაჩენილ ბავშვებს ქვეყნის მოქალაქეობის უფლება ავტომატურად აღარ მიენიჭებათ. ამის თაობაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, საპრეზიდენტო განკარგულების პროექტი "დამუშავების პროცესშია. ეს მოხდება".

განცხადება ტრამპმა ორშაბათს, ტელეკომპანია "ეიჩ-ბი-ოსთან" ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, "ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ დედამიწაზე, სადაც ადამიანი ჩამოდის, აჩენს ბავშვს და ჩვილი შეერთებული შტატების მოქალაქე ხდება... ეს უაზრობაა და ეს უნდა დასრულდეს".

კანონის გაუქმება, სავარაუდოდ, სასამართლოში გასაჩივრდება. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ თემაზე კონსულტაცია გაიარა საკანონმდებლო საკითხებზე მომუშავე გუნდთან და მსგავს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო შესწორება არ სჭირდება.

6 ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს იმიგრაცია მთავარ საკამპანიო თემად აქციოს. ბოლო ორი კვირაა ტრამპი და მისი კონსერვატორი მოკავშირეები ავრცელებენ გაფრთხილებას, რომ ამერიკის სამხრეთ საზღვრებს იმიგრანტთა მასიური ზომის კოლონა უახლოვდება. ორშაბათს ტრამპმა ამას "ქვეყანაში შემოჭრა" უწოდა და განაცხადა, რომ იქ კვირის ბოლომდე 5,200 ამერიკელ ჯარისკაცს გააგზავნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG