ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა კოენისთვის თანხის გადახდა აღიარა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მთავრობის ეთიკის სამსახურისთვის წარდგენილი ფინანსური დოკუმენტი გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პირად ადვოკატს მაიკლ კოენს დაუკონკრეტებელი მიზნებისთვის 100 000 ამერიკულ დოლარზე მეტი გადაუხადა.

მთავრობის ეთიკის სამსახურმა ფინანსური ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. ტრამპმა აღიარა, რომ კოენს 2016 წელს 100 000-დან 250 000-მდე ამერიკული დოლარი გადაუხადა.

ტრამპის იურისტები აქამდეც აცხადებდნენ, რომ 2016 წლის მიწურულს ტრამპმა კოენს 130 000 დოლარი გადაუხადა პორნო ინდუსტრიის ვარსკვლავის სტორმი დენიელსისთვის გადასახდელად. დენიელსი ამბობს, რომ 2006 წელს ტაჰოს ტბის ერთ-ერთ კურორტზე დონალდ ტრამპთან ერთჯერადი სექსუალური კონტაქტი ჰქონდა.

ტრამპი დენიელსთან კავშირს უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ კოენს თანხა გადაუხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG