ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო


ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ უნმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გადაიფიქრა გუამის დაბომბვა.

ტვიტერზე, ტრამპმა განაცხადა, რომ „ალტერნატივა კატასტროფული და მიუღებელი იქნებოდა“. ნაციონალური ტელეარხების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, გადაწყვიტა გეგმის შეჩერება და განაცხადა, რომ ის ამერიკელების ქმედებებს დააკვირდებოდა.

გუშინდელი ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან არაპირდაპირი გზით მოლაპარაკებას აწარმოებს. მასში ჩართული არიან ამერიკელი დიპლომატები და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები გაეროში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG