ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ისრაელის და პალესტინის ლიდერებს შეხვდა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელის და პალესტინის ლიდერები „მშვიდობის მისაღწევად“ მზად არიან.

ეს განცხადება ტრამპმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად ისრაელის მუზეუმში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ტრამპი ნეთანიაჰუს ორჯერ შეხვდა, ერთხელ პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან ბეთლემში შეხვედრამდე და მეორედ პალესტინის ლიდერთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

„მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია თუ გვერდზე გადავდებთ წარსულის ტკივილს და უთანხმოებებს და ნახევარსაუკუნოვანი კრიზისის გადასალახად გავერთიანდებით,“ განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა მუზეუმში.

ისრაელიდან ტრამპი რომში გაემგზავრა, სადაც ის რომის პაპს შეხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG