ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ქვეყნებს მოუწოდებს შეაჩერონ ჩრდილოეთ კორეა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ქვეყნებს მოუწოდა შეაჩერონ ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხე. მან ქვეყნებს ასევე მოუწოდა აჩვენონ ჩრდილოეთ კორეას, რომ მის “ცუდ ქცევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.”

გუშინ შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ უშიშროების საბჭოს წევრებს უთხრა, რომ შეერთებული შტატები მზადაა სამხედრო საშუალებები გამოიყენოს ჩდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხეების შესაჩერებლად. თუმცა, მისი თქმით, ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი კრიზისის დიპლომატური და ეკონომიკური გზებით მოგვარებაა.

რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, სამშაბათს, 4 ივლისს ჩრდილო კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის წარმატებით გაშვება მოახერხა. ქვეყნის ლიდერი კიმ იანგ უნი ამბობს, რომ ეს იყო „საჩუქრების პაკეტი“ ამერიკისთვის, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG