ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ფხენიანთან მოლაპარაკებას არ გამორიცხავს


რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო ნომინანტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტ კიმ ჩენ უნთან მოლაპარაკება აწარმოოს ქვეყნის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად.

მან დასძინა, რომ ამერიკის ეკონომიკურ ძალას გამოიყენებს, რათა ჩინეთის მთავრობა აიძულოს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გამოსავლის მონახვაში მონაწილეობა მიიღოს.

ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, გაეროს არაერთი სანქცია აქვს დაწესებული ბირთვული პროგრამისა და ბირთვული ბომბების ტესტირების შესაზღუდად.

XS
SM
MD
LG