ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი: „ჩრდილოეთ კორეას ცუდი დღე დაადგება"


„ჩრდილოეთ კორეას ცუდი დღე დაადგება“, თუკი შეერთებული შტატები სამხედრო იერიშს გადაწყვეტს - განაცხადა დღეს დონალდ ტრამპმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში, კუვეიტის ემირ, შეიხ საბა ალ-აჰმად ალ-საბასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჩრდილოეთ კორეის თაობაზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. მან იქვე გამოთქვა იმედი, რომ ამერიკას ძალის გამოყენება არ მოუწევს.

პრეზიდენტმა ტრამპმა ორჯერ აარიდა თავი კითხვას, თუ რამდენად მისაღებია ამერიკისთვის ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა. „შეიძლება მოლაპარაკების შანსი ვინმე სხვასთან გვქონდეს, მაგრამ წინა ადმინისტრაციების მსგავსად, მოლაპარაკებას არ განვიხილავ. თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ჩრდილოეთ კორეა ცუდად იქცევა და ეს უნდა შეწყდეს“ - განაცხადა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG