ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ფეხბურთელებს და გუნდების მფლობელებს აკრიტიკებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფეხბურთის ეროვნულ ლიგის გუნდები თავიანთი მოთამაშეების პროტესტს არ აჩერებენ. საუბარია ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს პროტესტის ნიშნად ფეხბურთელების ჩამუხლვაზე. პრეზიდენტის თქმით, გუნდების მფლობელებს “მოთამაშეების ეშინიათ.”

ტრამპი აცხადებს, რომ პროტესტი ლიგის მატჩებზე უნდა აიკრძალოს. ამ თემაზე მან კიდევ ერთხელ ტელეკომპანია “ფოქსისთვის” მიცემულ ინტერვიუში გუშინ ისაუბრა. “ვფიქრობ მათ ეშინიათ საკუთარი ფეხბურთელების, რაც, ჩემი აზრით, ამაზრზენია. ისინი უფრო მკაცრები უნდა იყვნენ,” განაცხადა პრეზიდენტმა.

რასობრივი უთანასწორობის გასაპროტესტებლად, ლიგის თამაშებზე ფეხბურთელები ჰიმნის შესრულებისას მუხლებზე იჩოქებენ.

თამაშის დაწყებისას პროტესტის გამომხატველი ფეხბურთელების კრიტიკა ტრამპმა პარასკევს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთის შტატ ალაბამაში მოთამაშეებმა მუხლებზე დაიჩოქეს. პრეზიდენტმა მაშინ თქვა, რომ კარგი იქნებოდა, კლუბის მფლობელებს ის მოთამაშეები გუნდიდან დაეთხოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG