ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის პრემიერი თეთრ სახლს ეწვევა


ამერიკის პრეზიდენტი ორშაბათს იტალიის პრემიერ მინისტრ ჯუზეპე კონტის უმასპინძლებს თეთრ სახლში.

ორი ქვეყნის ლიდერი გაფართოებულ ორმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი ერთმანეთს ოვალურ კაბინეტში პირისპირ შეხვდებიან. თეთრი სახლის განცხადებით, შეხვდრის მთავარი მიზანი „გლობალური კონფლიქტების გადასაჭრელად თანამშრომლობის გაღრმავება და ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებაა“.

კონტიმ იტალიის პრემიერის პოსტი მას შემდეგ დაიკავა, რაც მარტის არჩევნებში გამარჯვებულ ორ პოლიტიკურ პარტიას „ლიგასა“ და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას“ შორის კოალიციური შეთანხმება შედგა. ამგვარად კონტი ევროპაში პირველი, სრულად პოპულისტური მთავრობის ლიდერი გახდა. მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც პრეზიდენტ ტრამპის ყველაზე დიდ მხარდამჭერს დასავლეთ ევროპაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG