ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალია ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფ აფრიკელი მიგრანტების ნაწილს ესპანეთში გზავნის. ეს გადაწყვეტილება რომმა მას შემდეგ მიიღო, რაც მიგრანტების ახალ ტალღას საკუთარ პორტებში შესვლა აუკრძალა. იტალიის მთავრობის ამ ნაბიჯის მიზანი ევროპის ქვეყნებზე ზეწოლის განხორციელებაა, რათა მათ მიგრანტების პრობლემისთვის თავის გართმევაში საკუთარი როლი გაზარდონ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა იტალიის ახალი პოპულისტური მთავრობის ეს ნაბიჯი დაგმო. მაკრონის განცხადებით, რომის ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს, რადგან აფრიკის სუბ-საჰარის რეგიონიდან მიგრანტების მიღება საერთაშორისო კანონის ერთ-ერთი მოთხოვნაა.

იტალიამ სამშაბათს 629 მიგრანტი ორ გემში მოათავსა და ესპანეთში გაამგზავრა. მიგრანტებს შორის 11 ბავშვი და სულ ცოტა, ექვსი ორსული ქალი იყო. ესპანეთმა მათ მიღებაზე თანხმობა განაცხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG