ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ეროვნული უშიშროების ახალი მრჩეველი დაასახელა


Robert C. O'Brien

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ახალ მრჩევლად რობერტ ო'ბრიენი დაასახელა. ის ამ პოსტზე ჯონ ბოლტონს ჩაანაცვლებს. ტრამპმა ის გასულ კვირას გაათავისუფლა.

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის პოსტს რობერტ ო'ბრიენი დაიკავებს. ის ახლა პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია მძევლების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტში და ის ძალიან წარმატებულად მსახურობს", დაწერა პრეზიდენტმა "ტვიტერზე". მან ასევე დასძინა, რომ მასთან ერთად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და ისინი ერთად "საქმეს კარგად გააკეთებენ".

ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ჯონ ბოლტონი. ბოლოს მას "კატასტროფა" უწოდა ჩრდილოეთ კორეასთან პოლიტიკის კონტექსტში და თქვა რომ ის "აცდენილი იყო" პოლიტიკას ვენესუელასთან დაკავშირებითაც. ტრამპის თქმით, ბოლტონის მოსაზრებები არ ემთხვეოდა არც პრეზიდენტის და არც სხვა მაღალჩინოსნების შეხედულებებს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG