ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავარი იურისტი: ტრამპი საგანგებო პროკურორის დათხოვნას არ განიხილავს


მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას გამოქვეყნებულ „ტვიტერის“ შეტყობინებებში რობერტ მალერს პოლიტიკურ მიკერძოებაში დასდო ბრალი, თეთრი სახლის მთავარი იურისტი ამბობს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საგანგებო პროკურორის რობერტ მიულერის თანამდებობიდან დათხოვნას არ განიხილავს.

„ტვიტერის“ შეტყობინებებში ტრამპმა დაწერა: „მალერის გუნდს რატომ ჰყავს 13 გამობრძმედილი დემოკრატი, ზოგიერთი მათგანი თაღლითი ჰილარის მხარდამჭერი და არცერთი რესპუბლიკელი? ახლახან კიდევ ერთი დემოკრატი დაემატა... ვინმე ფიქრობს, რომ ეს სამართლიანია? და ამ დროს, შეთქმულება არ არსებობს!“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG