ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონის შემდეგ ვაშინგტონში მერკელი ჩამოვა


ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი
ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ხვალ ერთი დღით ვაშინგტონს ეწვევა.

საფრანგეთის და გერმანიის ლიდიერების ვიზიტები ამერიკაში აღიქმება, როგორც ევროპელი ლიდერების მცდელობა დაარწმუნონ პრეზიდენტი ტრამპი ირანის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებაში.

პოლიტიკური მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ მერკელი ტრამპთან საერთო ღირებულებებზე გაამახვილებს ყურადღებას.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა არაერთხელ მოუწოდა ტრამპს დარჩეს ირანის შეთანხმების ერთგული, რომელსაც 2015 წელს ხელი მოაწერეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა.

პრეზიდენტმა ტრამპმა ბირთვული შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება 12 მაისამდე უნდა მიიღოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG