ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად დაიწყო


დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს ხვდება. ქ. კოლუმბია, სამხრეთ კაროლინის შტატი, აშშ. 28 იანვარი, 2023 წ.
დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს ხვდება. ქ. კოლუმბია, სამხრეთ კაროლინის შტატი, აშშ. 28 იანვარი, 2023 წ.

უქმეებზე ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანია ამერიკის 2 შტატში დაიწყო. შაბათს, 28 იანვარს ის ამომრჩევლებს ჯერ ნიუ-ჰემფშირის შტატში, შემდეგ კი სამხრეთ კაროლინაში შეხვდა. ამით მან გააქარწყლა კრიტიკოსების შენიშვნები იმის თაობაზე, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მისი მარათონი სუსტად დაიწყო.

"მე ახლა უფრო ბრაზიანი და უფრო მიზანდასახული ვარ, ვიდრე როდესმე ვიყავი" - უთხრა მან ნიუ-ჰემფშირში შეკრებილ, შედარებით მომცრო ზომის აუდიტორიას, რესპუბლიკური პარტიის ყოველწლიურ შეხვედრაზე ქალაქ სალემში. ტრამპისთვის ჩვეული ტრადიციული საკამპანიო მარათონისგან განსხვავებით, რომელთაც ის უმეტესად სტადიონებზე მართავდა, სამხრეთ კაროლინის ქალაქ კოლუმბიის შტატის კაპიტოლიუმშიც აუდიტორია მხოლოდ 200-მდე ადამიანისგან შედგებოდა.

დონალდ ტრამპი ერთ დროს რესპუბლიკური პარტიის გრავიტაციის მთავარი ეპიცენტრი გახლდათ, მაგრამ წელს მის ოპონენტობას რესპუბლიკურ პარტიაში ბევრი განიხილავს. მათ შორის ერთ-ერთი წამყვანია ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, რომელიც ანალიტიკოსების აზრით, ყოფილ პრეზიდენტს სერიოზულ ოპონირებას გაუწევს.

იმ შტატებში, საიდანაც ტრამპმა კამპანია დაიწყო, საპრეზიდენტო კანდიდატებად განიხილებიან ნიუ-ჰემფშირის გუბერნატორი კრის სუნუნუ და სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი. ტრამპთან შეხვედრებს საეჭვოდ არ ესწრებოდა სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და შტატის 5 რესპუბლიკელი კონგრესმენი. შეხვედრაზე ასევე არ მისულა ამავე შტატის რესპუბლიკელი სენატორი ტიმ სკოტი, რომელიც საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობის მიღებას თავადაც განიხილავს.

შაბათს გამართულ ორივე შეხვედრაზე ტრამპმა რამდენიმე მთავარი გზავნილი გაიმეორა, რომელთა საშუალებითაც მან 2016 წელს საკუთარი ამომრჩევლები მოხიბლა. "ჩვენ შევაჩერებთ მემარცხენე ფრთის რადიკალ რასისტებს" - თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა, "და მოვაცილებთ მათ მარქსისტულ ხელებს ჩვენს შვილებს".

ტრამპი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს ჩინეთიდან უკანონო იმიგრაციის პრობლემას და გამოდიოდა ტრანსგენდერთა უფლებების წინააღმდეგ. "ჩვენ დავამარცხებთ გენდერული იდეოლოგიის კულტს და დავადასტურებთ, რომ ღმერთმა ორი სქესი შექმნა: მამრობითი და მდედრობითი. ჩვენ არ მივცემთ კაცებს უფლებას ითამაშონ ქალთა სპორტში" - განაცხადა მან. თუმცა, ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი ასევე შეეხო სოციალურ პრობლემებს, რომლითა წინ წამოწევითაც განსხვავდება მისგან ტრამპის სავარაუდო ოპონენტი, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი.

პრეზიდენტების რეიტინგები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:54 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG