ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი დავოსში ჩავიდა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს შვეიცარიის კურორტ დავოსში ჩავიდა, სადაც მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმს სიტყვით მიმართავს.

ამერიკის სავაჭრო პარტნიორებთან ის, სავარაუდოდ, „ამერიკა პირველ რიგში“ პოლიტიკაზე ისაუბრებს. პრეზიდენტის დაფრენის მომენტში შვეიცარიის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა იმის საჩვენებლად, რომ მოსახლეობის ნაწილი მის სტუმრობას უარყოფითად აფასებს.

ტრამპის დავოსში ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე ადმინისტრაციის ეკონომიკურმა გუნდმა სტრატეგია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ამერიკა გლობალურ ბაზარზე მეტად კონკურენტუნარიან მწარმოებლად ეცდება თავის დამკვიდრებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG