ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი საიმიგრაციო კომპრომისზე საუბრობს


საიმიგრაციო რეფორმის გეგმას, რომელიც თეთრმა სახლმა კონგრესს განსახილველად წარუდგინა, ადმინისტრაცია „კომპრომისულს“ უწოდებს. გეგმაში პროგრამა "დაკას" ე.წ. მეოცნებეებს, 0.8 მილიონ ახალგაზრდა იმიგრანტს, რომლებიც მშობლებმა შეერთებულ შტატებში მცირეწლოვან ასაკში შემოიყვანეს, თეთრმა სახლმა მოქალაქეობის მიღების სხვადასხვა პირობის შესრულების გრძელი გზა შესთავაზა.

თეთრი სახლის მიერ ხუთშაბათს წარმოდგენილ დოკუმენტში ასევე საუბარია საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე. კონგრესის კანონმდებლებს შორის ყველაზე დიდ უთანხმოებას საიმიგრაციო რეფორმაში სასაზღვრო კედლის მშენებლობის დაფინანსება იწვევს. საუბარია პრეზიდენტ ტრამპის მთავარ საარჩევნო დაპირებაზე: 25 მილიარდი დოლარის მოცულობის ფონდზე, რომელიც ამერიკა-მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის ასაშენებლად უნდა გამოიყოს. გეგმა ზოგიერთი ქვეყნისთვის ე.წ. მწვანე ბარათის ლატარიის გათამაშების შეწყვეტასაც ითხოვს.

პრეზიდენტ ტრამპის მიერ ვადამდე, 4 დღით, ადრე გამოქვეყნებულმა გეგმამ ზოგიერთ რესპუბლიკელში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. დემოკრატები და იმიგრაციის ადვოკატები მას მკაცრად აკრიტიკებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG