ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს კენედის მკვლელობის შესახებ ყველა მასალა გამოქვეყნდება


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს დალასში მიემგზავრება. ამ საღამოს იწურება ვადა, როცა ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტების ბოლო ნაწილი უნდა გამოქვეყნდეს. ამავე დროს პრეზიდენტის ვიზიტი უკავშირდება ტეხასელი რესპუბლიკელებისთვის 4 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობით შემოწირულობის შეგროვებას.

თუმცა დღესვე არის კონგრესის მიერ დაწესებული ვადის ბოლო დღე, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს დაახლოებით 54 წლის წინ პრეზიდენტ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ყველა მასალა. კანონის თანახმად, პრეზიდენტს აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომ მასალის ნაწილი საიდუმლოდ დარჩეს, თუმცა მან უკვე განაცხადა, რომ მასალების სრულ გასაჯაროებას არ ეწინააღმდეგება. სულ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, გრიფი საიდუმლო 3 ათასზე მეტ დოკუმენტს მოეხსნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG