ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპმა ჯორჯ პაპადოპოლუსი შეიწყალა


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი გუნდის კიდევ ერთი ყოფილი წევრი შეიწყალა. ჯორჯ პაპადოპულოსი ტრამპის 2016 წლის კამპანიის თანამშრომელი იყო, რომელმაც ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებულ გამოძიებაში თავი დამნაშავედ ცნო.

ტრამპმა ასევე შეიწყალა ალექს ვან დერ ზვანი, რუსი მილიარდერის, ჯერმან ხანის 36 წლის ჰოლანდიელი სიძე. ზვანს სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის გუნდისთვის 2016 წლის ტრამპის კამპანიის ოფიციალურ წევრთან კონტაქტის შესახებ სიცრუის გამო 30-დღიანი პატიმრობა და 20 000 $-ის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.


თეთრმა სახლმა საშობაოდ შეწყალებულთა სია გამოაქვეყნა. პრეზიდენტმა ტრამპმა 15 ადამიანი სრულად შეიწყალა, 5 პირს კი სასჯელის ნაწილი შეუცვალა.

ამ სიაში 3 ყოფილი რესპუბლიკელი კანონმდებელიცაა. შეყწალებულნი არიან ასევე ამერიკელი სამხედროები - ნიკოლას სლატენი, პოლ სლოთი, ევან ლიბერთი და დასტინ ჰერდი - ისინი 2007 წელს ერაყში მსახურობისას, ადგილობრივი სამოქალაქო პირების მკვლელობაში არიან ბრალდებულნი.

პაპადოპოლუსი ტრამპის 2016 წლის კამპანიის მრჩეველი იყო. მან 2017 წელს თავი დამნაშავედ ცნო და აღიარა, რომ "გამოძიების ფედერალური ბიუროს" აგენტებს მოატყუა. საკითხი იმ პირებთან კონტაქტის დროსა და მნიშვნელობას ეხებოდა, რომელთაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჰქონდათ კავშირები.

"მსჯავრდებულის დანაშაული სერიოზული იყო და მან ზიანი მიაყენა ამერიკის მთავრობის გამოძიებას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით," - ნათქვამი იყო სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის გუნდის რეკომენდაციებში, რომლებიც მისთვის სასჯელის საჭიროებას ასაბუთებდა. პაპადოპოლუსმა 14 დღიდან 12 დღე ფედერალურ საპატიმროში გაატარა, შემდეგ კი 12 თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

"დღევანდელი შეწყალება გამოასწორებს იმ ზიანს, რაც მალერის გუნდმა ბევრ ადამიანს მიაყენა," - ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრმა სახლმა განმარტა, რომ პაპადოპოლუსი დამნაშავედ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებულ დანაშაულში იყო ცნობილი, იმ გამოძიების ფარგლებში, რომელსაც პრეზიდენტი "კუდიანებზე ნადირობად" მიიჩნევდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG