ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი აღმასრულებელი ბრძანებით ამერიკა ლტოლვილების მიღებას გააგრძელებს


ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც ამერიკის მიერ ლტოლვილების მიღებას აგრძელებს. თუმცა ამ ბრძანებით, 11 ქვეყნიდან, რომელიც მაღალ რისკის ქვეყნებად მოიხსენიება, ლტოლვილების უფრო მრავალმხრივი შემოწმება მოხდება. ყველა იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც ამერიკაში მოხვედრას შეეცდება, განსაკუთრებული შემოწმების ობიექტი იქნება და დამატებით ბიოგრაფიულ მონაცემს წარმოადგენს. 11 ქვეყნის ამ მოქალაქეების შემოწმებას 90 დღე დასჭირდება და ისინი ამერიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებიან მიღებულნი, თუ ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებში იქნება და ქვეყნისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

აღნიშნული ბრძანება ცვლის 120 დღიან აკრძალვას ლტოლვილების მიღებაზე. ოფიციალური პირები ამ ქვეყნებს არ ასახელებენ, თუმცა როიტერის ცნობით, ეს ის ქვეყნებია, რომლის მოქალაქეებიც უკვე გადიან მაღალი დონის შემოწმებას და მოიცავს ეგვიპტეს, ირანს, ერაყს, ლიბიას, მალის, ჩრდილოეთ კორეას, სომალის, სამხრეთ სუდანს, სუდანს, სირიას და იემენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG