ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა კენედის მკვლელობის ასობით დოკუმენტის გამოქვეყნება შეაჩერა


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით, ხუთშაბათს, საღამოს 8 საათისთვის, საჯარო გახდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის საქმეში არსებული საიდუმლო დოკუმენტების დიდი ნაწილი. შეერთებული შტატების ეროვნული არქივის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა 5 მილიონზე მეტ ნაბეჭდ გვერდს მოიცავს.

თუმცა, ბოლო მომენტში, ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ასობით დოკუმენტი ჯერჯერობით ისევ გამოუქვეყნებელი დარჩეს. პრეზიდენტი განმარტავს, რომ, ამ ეტაპზე, მას საჯაროდ გამოტანილი დოკუმენტაციის "შეზღუდვის გარდა, სხვა გზა არ რჩება" და რომ ეს ნაბიჯი ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით არის ნაკარნახევი.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, დოკუმენტების ნაწილის შეჩერების რეკომენდაცია ორმა უწყებამ გასცა. ესენია: გამოძიების ფედერალური ბიურო და დაზვერვის ცენტრალური სააგენტო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG